კონფერენციის მიზანი იყო 35 მოლდოველ მასწავლებელს მიეღოთ ინფორმაცია IEARN-ის პროექტების განხორციელების და სასწავლო პროცესში მათი დანერგვის შესახებ უკვე გამოცდილი პედაგოგებისგან საქართველოდან, ბელორუსიიდან და უკრაინიდან. ამ ლინკზე თქვენ ნახავთ ყველა მონაწილის საქმიანობას. http://iengagemoldova.weebly.com/collaboration
საქართველოს დელეგაციას წარმოადგენდა პავლე თვალიაშვილი, IEARN-ის კოორდინატორი საქართველოში, მზია გაგნიძე, გავაზის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი და მაია ტყემალაძე, საჩხერის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი.
პავლე თვალიაშვილი ეცნობა კონფერენციის მონაწილეებს |
დღე პირველი: კონფერენცია ჩატარდა ჰასდეუს საჯარო ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში. პირველი დღის პირველი ნახევარი დაეთმო გაცნობას, აიერნის კოორდინატორების მოხსენებებს თვითეულ ქვეყანაში ამ ორგანიზაციის მუშაობის თაობაზე.
მოლდოველ მასწავლებლებს პირველ დღეს სერთიფიკატები გადასცეს |
ჩვენი მსმენელები |
დღის მეორე ნახევარში თვითეული ქვეყნის მასწავლებლებმა გაუზიარეს გამოცდილება მოლდოველ გამოუცდელ მასწავლებლებს პროექტებზე მუშაობის თაობაზე. მე პირადად ვისაუბრე ჩემს მიერ განხორციელებულ აიერნის პროექტებზე, კერძოდ: „ჩემი სახელი მსოფლიოში“, „სადღესასწაულო ბარათების გაცვლა“ და „მოლაპარაკე ფრანები“. იმისათვის რომ უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო ჩემი საქმიანობა და მეტი ინტერესი გამომეწვია მოლდოველ მასწავლებლებში, მე მათ ვაჩვენე პარტნიორი ქვეყნებიდან მიღებული და ასევე ჩემი მოსწავლეების მიერ დამზადებული რამოდენიმე სადღესასწაულო ბარათი.
დღე მეორე: კონფერენცია გაიმართა მეცნირებათა აკადემიის ლიცეუმის შენობაში, სადაც მონაწილეობდნენ აშშ-ს საკონსულოს წარმომადგენლები, გამოცდილი მოლდოველი მასწავლებლები, რომლებსაც პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ და გაგვაცნეს მათ მიერ განხორციელებული პროექტები სხვადასხვა სფეროში. დღის მეორე ნახევარში ისევ უცხოელმა განმანათლებლებმა საქართველოდან, უკრაინიდან და ბელორუსიიდან მოლდოველ გამოცდილ მასწავლებლებს გავაცანით ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები. სურათები
კონფერენციის მონაწილე მოლდოველ მასწავლებლებს გადაეცათ სერთიფიკატები. |
კონფერენციის შესახებ მეტი ინფორმაცია მოცემულია შემდეგ
გვერდზე: http://iengagemoldova.weebly.com/.
ვამაყობ, რომ ვიყავი ამ მეტად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი კონფერენციის მონაწილე
და აქტიური წევრი საქართველოს დელეგაციიდან.
No comments:
Post a Comment